ცხოველთა სამყარო

ცხოველებიცხოველური ორგანიზმები (ლათ. Animalia) — ცოცხალ არსებათა ერთ-ერთი ძირითადი სამეფო (მეორე სამეფო მცენარეებია). ცხოველები ჰეტეროტროფული ორგანიზმებია. უმარტივესების ზოგი სახეობა (ევგლენა) იკვებება როგორც ჰეტეროტროფულად, ისე ავტოტროფულად. თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობს 1,5-იდან 2 მლნ-მდე სახეობის ცხოველი (მეცნიერთა ვარაუდით ეს რიცხვი შეიძლება 10 მილიონს აღწევდეს), მ. შ. 1 მლნ-ზე მეტი ფეხსახსხრიანებია. სხვადასხვა სისტემატიკოსი ცხოველებს განსხვავებული რაოდენობის ტიპებად ყოფს. უფრო მეტად მიღებულია შემდეგი ტიპები: უმარტივესები (ზოგი ამ ტიპს 5 ტიპად ყოფს), ღრუბელები, ნაწლავღრუიანებიბრტყელი ჭიებინემერტინებიმრგვალი ჭიებითავეკლიანი ჭიებირგოლოვანი ჭიებიფეხსახსრიანებიხავსელებიმხარფეხიანებირბილტანიანებიკანეკლიანებიპოგონოფორებიჯაგარყბიანებინახევრადქორდიანები და ქორდიანები. ცხოველებს შეისწავლის ზოოლოგია და მრავალი სპეციალური ზოოლოგიური დისციპლინა: პროტისტოლოგიაენტომოლოგიაიქთიოლოგიაჰერპეტოლოგიაორნითოლოგიათერიოლოგიამალაკოლოგია და სხვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий