ენოტი

ენოტიჩვეულებრივი ენოტი (ლათ. Procyon lotor) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ენოტისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში (მექსიკააშშ). მისი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 75 სმ, კუდისა — 25 სმ-მდე. ბეწვი ხშირია, ფერად მოყვითალო-რუხი, შავი მინარევებით; კუდზე შავ-მურა რგოლებია. სხეულის აგებულება მკვრივია, თავი ფართო, დინგი მოკლე, ყურები მომრგვალებული, თვალები კი მსხვილი და ერთმანეთთან დაახლოებულია. ბინადრობს ტყეებში, აქტიურია ღამით; დღის საათებს ბუნაგში ატარებს, რომელსაც ხის ფუღუროში აკეთებს, იშვიათად კლდეებში. ზამთრობით ძილს ეძლევა. იკვებება სხვადასხვანაირი ცხოველური და მცენარეული საკვებით. ჭამის წინ, ზოგჯერ საკვებს წყალში ავლებს. ხურაობს იანვარ–თებერვალში, მაკეობა 9 კვირა გრძელდება. ძვირფასი ბეწვეულის მქონე ცხოველია.
აკლიმატიზირებულია მრავალ ადგილას. ზოგჯერ გვხვდება საქართველოშიც, კერძოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

Комментариев нет:

Отправить комментарий